Edison Research - მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც კი საქართველოს ჰქონია. ამ დებულებას ნაწილობრივ ეთანხმება 26%.

კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით: მომავალ წელს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც საქართველოს ჰქონია", პასუხები ასე გადანაწილდა:

სრულიად ვეთანხმები - 50%

ნაწილობრივ ვეთანხმები - 26%

ნეიტრალური - 12%

ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 6%

სრულიად არ ვეთანხმები - 6%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის პირველიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები