მამუკა არეშიძე - სიტუაცია იმდენად ღრმად არის წასული, რომ ძალიან ცოტა მანევრის საშუალება დარჩა ხელისუფლებას

რატომ არ გადაყავს ხელისუფლებას რუსთავის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რას ეფუძნება ხელისუფლების შიში, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფ ქვეყანაში და ვის შეუძლია რეალურად გამოსავლის მოძებნა? - ამ საკითხებზე Front News-ს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა

- პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკურ ელიტას, მთლიანად. ქვეყანაში რაც ხდება, ეს არის, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შემდგომში მთლიანად პოლიტიკური ელიტის, ოპოზიციის ჩათვლით. ეს არის აქსიომა. 

ხელისუფლების საქმეა, რომ დესტაბილიზაცია არ დაუშვას, მასზეა სრული პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ოპოზიციას, მასზეც არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი ტიპის ოპოზიცია, ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას - "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ამ პასუხისმგებლობას ყველანაირად გაურბის და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებულია ხელისუფლებაში მოსვლით. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაზე გადადის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას თავისი მხარდამჭერებისა და ქვეყნის ინტერესები. 

- თქვენ ამბობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამოძრავებს და ხელისუფლებას არ ამოძრავებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი?

- რასაკვირველია, ხელისუფლების სურვილი არის ძალაუფლების შენარჩუნება. არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ვერასოდეს იტყვი, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს ხელისუფლებაში ყოფნა არ უნდოდეს, ეს ნონსესია.

- რაც შეეხება ოპოზიციის ძირითად მოთხოვნას, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რატომ არის შეუძლებელი ხელისუფლებისთვის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც სავარაუდოდ,  გამოიწვევდა სიტუაციის შედარებით ნორმალიზებას?

- მე არ მჯერა, რომ ამ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით სურათი შეიცვლება. ეს არის მოთხოვნის პირველი ეტაპი, ამას მოყვება ამ კლინიკის რევოლუციური განწყობების ერთგვარ ცენტრად გადაქცევა. ახლა ვხედავთ, ციხე იქცა ამ ცენტრად, წარმოიდგინეთ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე არსებული დაწესებულება რა დღეში იქნება. 

- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, დესტაბილიზაცია თავიდან აირიდოს?

- ძალა შესწევს, მაგრამ იმდენად დიდი გამოცდილება გვაქვს სამოქალაქოს დაპირსიპირებისა და სხვადასხვა ტიპის ფსევდორევოლუციების და ის,  რომ საზოგადოებაში არის უაღრესად დიდი დაპირისპირება, მიბიძგებს ფიქრისაკენ, რომ  ამ დაპირისპირების შემდეგ შეიძლება სამოქალაქო ომი იყოს მხოლოდ.

- ამბობთ, რომ გვაქვს სამოქალაქო დაპირისპირების წინა მოცემულობა, აქედან გამომდინარე, რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალზე შეიძლება ვილაპარაკო და ვთქვა, რომ საზოგადოებრივი კონსესუსი, საზოგადოებრივი მოლაპარაკება უნდა შედგეს, რამაც შეიძლება თავიდან აგვაცილოს ეს დაპირისპირება. მაგრამ არ მჯერა ამის, რადგან საქართველოში არ არსებობს ის ძალა, რომ ეს იკისროს თავის თავზე და სამოქალაქო კონსესუსი შექმნას, იმდენად დიდია პოლარიზება, იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური სურათია და იმდენად სტრესშია საზოგადოება. 

- რა გამოდის, გვაქვს მოცემულობა, რომ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, არ არის ისეთი ვინმე, ვინც შეძლებს  შუამავლობას, ასეთ დროს ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის უფრო მაღალი, მან არ უნდა ეძებოს გამოსავალი?

- სიტუაცია იმდენად ღრმად არის წასული, რომ ძალიან ცოტა მანევრის საშუალება დარჩა ხელისუფლებას. 

- თუ კი გადაიყვანს მას კლინიკაში, ამით ხომ წაართმევს ოპოზიციას პროტესტის საფუძველს?

- ასე არ არის, ამას მოყვება სხვა მოთხოვნები. ეს იქნება როგორც თოვლის გუნდა, რომელიც გორდება და.. . 

- როგორც წინა კრიზისის დროს ევროპელმა დიპლომატებმა იკისრეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის ფუნქცია, ხომ არ არის აუცილებლობა, რომ ახლაც მედიატორის ფუნქცია გარე ძალამ იკისროს?

- მახსოვს პერიოდი, როდესაც ასეთ შემთხვევებში მედიატორის ფუნქციას კისრულობდა საპატრიარქო, რამდენჯერმე გამოუვიდა, რამდენჯერმე - არა,  მაგრამ მაშინ მისი ავტორიტეტი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საპატრიარქოს ავტორიტეტი იყოს ნიველირებული, განსაკუთრებიოთ პოლიტიკური ელიტისთვის. დისკრედიტაცია ხდება საპატრიარქოსი მხარეების მხრიდან, განსახკუთრებით ოპოზიციის მხრიდან.

რაც შეეხება დიპლომატებს,  ჩვენ ესეც გამოვიარეთ უკვე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობვბის ჩართულობა, საბოლოო ჯამში,  იმით დასრულდა, რომ შემუშავებულ დოკუმენტს რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა, შემდეგ სახელისუფლებო გუნდი გავიდა შეთანხმებიდან. მიუხედავად ასეთი მაღალი ჩართულობისა, როგორიც იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი, ანუ, ევროპული პოლიტიკური ელიტის მთავარი წარმომადგენელი, ქართველმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს მაინც ისე, როგორც თვითონ უნდოდათ. აქედან გამომდინარე, ევროპელი პარტნიოტრები ამ შემთხვევაში მედიატორის როლს აღარ იკისრებენ.

ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ახლა შექმნილ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ოღონდ თავისი კატეგორიულობით და არა დიპლომატირული რევერანსებით,  ესაა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. მას შეუძლია მხარეებს მოთხოვოს იმ ვითარების შექმნა, რომელიც შეერთებული შტატებისათვის არის  მომგებიანი.  ესაა სტაბილურობა ამ რეგიონში, რომელი არის მისთვის უაღრესად საინტერესო,  მითუმეტეს, ავღანეთის მოვლენების ფონზე.  მას სჭირდება საყრდენი, რომ რეგიონში, ვგულისხმობ დიდ კავკასიას,  მყარად დაბრუნდეს. აშშ-ის საყრდენი დღეს დიდი კავკასიის სივრცეში არის მხოლოდ საქართველო, სხვა უკვე არცერთი ქვეყანა ამისთვის არ გამოდგება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და მოკავშირე ქვეყანა, მაგრამ ის თავისი გემოვნების მიხედვით ქმნის რეგიონულ პოლიტიკას. ასე რომ, ამ პრობლემის მოგვარება აშშ-ის ადმინსტრაციას შეუძლია, რადგან მას რეგიონში სტაბილური საქართველო სჭირდება. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები