სალომე სამადაშვილი - ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ საფრთხე შეუქმნა

ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ საფრთხე შეუქმნა - ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

მისი განმარტებით, ევროპარლამენტში ის საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, დღევანდელ ხელისუფლებაზე განხორციელდეს შესაბამისი ზეწოლა და ამისთვის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტები აქვს.

"ჩემი ვიზიტის თემა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი. ჩვენ ვართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როდესაც ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შეუქმნა საფრთხე. საუბარი მექნება კომპლექსურად ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რომ მათ შორის იგეგმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება ევროპარლამენტის პოზიციები იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესების დაცვა მოხდეს, მათ შორის, დღევანდელ ხელისუფლებაზე შესაბამისი ზეწოლის განხორციელების გზით და ამისთვის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს. სწორედ ამაზე მექნება საუბარი, საქართველოსა და ქართული დემოკრატიის მხარდამჭერ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტრასბურგში იმყოფებიან ასევე მმართველი პარტიის ლიდერები, რომლებიც  ევროპარლამენტარებთან და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები