ანრი ოხანაშვილი - არაფერი არ მაქვს ელჩისთვის საპასუხო, არ ვთვლი, რომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც არ არსებულა არანაირ შეთანხმებაში

პარლამენტს აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ მოსამართლეების მოსმენის პროცესი წარმართოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"არაფერი არ მაქვს ელჩისთვის საპასუხო. არ ვთვლი, რომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც არ არსებულა არანაირ შეთანხმებაში. ჩვენ კანონით დადგენილი წესით მივყვებით პროცედურას. პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც არჩეულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან, აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ ეს პროცესი წარმართოს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები