ბესიკ ჭეჟია - ზუგდიდის განვითარებას 30-მდე ადამიანი ვერ შეაჩერებს

ზუგდიდის განვითარებასა და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას 30-მდე ადამიანი ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ  ზუგდიდის  საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს, მოქმედმა საკრებულომ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ქალაქის და მისი განვითარების მთავარი ფინანსური დოკუმენტია. ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ. დიახ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან. 

დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომლებსაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერება სურთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩანიშნა. მანამდე კი მოქმედი საკრებულოები არიან უფლებამოსილნი“, –  განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

ზუგდიდში, ისევე როგორ ბათუმში დრეს ქალაქის ბიუჯეტი ოპოზიციის პროტესტის, დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე დამტკიცდა.

უახლესი ამბები