ექიმი - მიხეილ სააკაშვილი ემზადება სასამართლოსთვის

მიხეილ სააკაშვილი ემზადება სასამართლოსთვის - ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას.

"დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეინიშნება მცირე სისუსტე. ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის სრული მენიუთი, რომელიც შედგენილია  ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით.  ძალის აღდგენა მიდის, დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილ ემზადება სასსამართლოსთვის", - განაცხადა ექიმმა გოგორიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები