თეა წულუკიანი - მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი

მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი. იმიტომ, რომ მეტი მიღწევა პოლიტიკაში არ გექნებათ -  ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს. 

თეა წულუკიანი და დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პარლამენტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

"თქვენ იმ შეცდომას უშვებთ, რაც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ დაუშვია ჩემთან მიმართებით, რადგან თქვენგან განსხვავებით ისინი გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და იციან, რომ ჩემზე პირადი შეურაცხყოფა არ მოქმედებს,  მაგრამ საგნობრივად რა უნდა მესაუბროთ, როდესაც თქვენ ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი. მობრძანდით და ვნახოთ ერთი, როგორ უხელმძღვანელებთ ამ უმნიშვნელოვანეს სისტემას. ძალიან საინტერესო ხანა იქნება. მაგრამ თქვენ უნდა დაელოდოთ, რომ გალიაში მჯდომი თქვენი ბელადი ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამდე ალბათ თქვენი გაკულტურების მინისტრობა და გაკულტურება, უპერსპექტივო ამოცანაა"- განაცხადა წუკლუკიანმა ჩარკვიანის მისამართით.

მან დეპუტატი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების გამოც გააკრიტიკა.

"არ შევალ, არ შევალო იძახის, შემდეგ დამხვდა აქ დასკუპებული. ლეიბები დავყაროთო - ალბათ დაყრის...  მოდი,  შევთანხმდეთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე კულტურული. მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი. იმიტომ, რომ მეტი მიღწევა პოლიტიკაში არ გექნებათ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები