ნატო ჩხეიძე - სალომე ზურაბიშვილი იმ შემთხვევაში წამოვა ამ შეხვედრაზე, თუ შედეგების მონახაზი წინასწარ გარკვეული იქნება

ქალბატონი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ შემთხვევაში წამოვა ამ შეხვედრაზე, თუ შედეგების მონახაზი წინასწარ გარკვეული იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა  ნატო ჩხეიძემ Front News -ს განუცხადა. 

მისი თქმით, ისეთ არაპროგნოზირებად დროში ვცხოვრობთ,  გამორიცხული არაა, რომ ეს შეხვედრა მართლაც შედგეს. 

"ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, შესაძლოა, ის მოხდეს. ეს შეხვედრა არ არის მაინცდამაინც მოსალოდნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლოა, მაინც მოხდეს.  მგონია, რომ თუ ასეთი შეხვედრა შედგება,  ეს უკვე ნიშნავს  იმას, რომ შედეგიც დადგება. რადგან მგონია, რომ თუ ქალბატონი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ შემთხვევაში წამოვა ამ შეხვედრაზე, თუ შედეგების მონახაზი წინასწარ მომზადებული იქნება. მგონია, რომ შეხვედრა შედგება მაშინ , თუ კი მანამდე სამუშაო გაწეული იქნა და შედეგის კონტურებიც გარკვეული იქნება", -აცხადებს ჩხეიძე. 

რაც შეეხება შედეგს,  ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ის დაკავშირებული იქნება მესამე პრეზიდენტის თავისუფლების საკითხთან. 

"ეს შეიძლება შეწყალების საკითხი არ იყოს,  მაგრამ ვთქვათ,  იყოს ვადამდელი არჩევნები, ან სხვა რამ, რისი  საბოოლოო შედეგი იქნება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება.  რა სახით და რა ვითარებით  შეიძლება იყოს ეს, ეს გამოჩნდება პირველსავე შეხვედრაზე,  თუ კი ის მართლაც შედგა", - განაცხადა ჩხეიძემ. 

სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინიციატივა თავდაპირველად საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააჟღერა, მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე განცხადების შემდეგ კი პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტები სასაუბროდ გორის ჰოსპიტალში  მიიწვია, მიღებს თუ არა ამ მიწვევას სალომე ზურაბიშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები