ლევან ჩაკვეტაძე კამპანიის - "ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, ქუთაისში დევნილთა ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მასშტაბით დევნილი მოსახლეობის ჩართვას კამპანიაში - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ აქტიურად აგრძელებს. 

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის მსურველები ამჯერად ქუთაისში მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესში მათ საინფორმაციო ბუკლეტები და პირბადეები გადაეცათ. 

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ადგილობრივი დევნილების აცრის პროცესს ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გაეცნო.

დევნილი საზოგადოების ვაქცინაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით ხორციელდება. 