ვაქცინირებული 1 222 349 მოქალაქიდან ხვალ ერთ-ერთი 100 000 ლარს მოიგებს

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’  შემაჯამებელი გათამაშება  31 დეკემბერს, 20:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება. 

"აიცერი და მოიგეს“ შემაჯამებელ გათამაშებაში გათამაშდება ერთი ფულადი ჯილდო - 100 000 ლარი. იღბლიანი გამარჯვებული საქართველოს 1 222 349 ვაქცინირებულ მოქალაქეს შორის სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით გამოვლინდება,  რომელიც მათ აცრის პირველი დოზის დროს მიენიჭათ.  მოქალაქეების ბილეთები საიდენტიფიკაციო მონაცემებით განთავსებულია სპეციალურ დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს მხოლოდ ერთ ბილეთს მოგებით 100 000 ლარი!შეგახსენებთ, რომ  ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით იმართება, ლატარიაში მოგებულია 2 700 000 ლარი, მოგება კი გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.

"აიცერი და მოიგეში“ ყოველკვირეულად თამაშდებოდა 10 000, 5000, 1500 და 1000 ლარი, ხოლო ყოველდღიურად 500 და 100 ლარის ფულადი პრიზები. 

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო პროექტის ოპერატორი ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’.  

ლატარიის "აიცერი და მოიგეს’’ ორგანიზატორები მადლობას უხდიან საზოგადოებრივ მაუწყებელს გაწეული მხარდაჭერისთვის. 

"საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ასევე სპეციალური პრიზებით - დააჯილდოვებს იმ  კაბინეტის წარმომადგენლებს,  რომლებმაც  100 000 ლარის მოგებულ მოქალაქეს ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები