ლევან ნიკოლეიშვილი - სასამართლო რომ დასრულდება, სააკაშვილს ციხეში გადასვლა მოუწევს და ეს არაა დიდი ტრაგედია

სასამართლო რომ დასრულდება, სააკაშვილს ციხეში გადასვლა მოუწევს და ეს არაა დიდი ტრაგედია არც დემოკრატიისთვის და არც ჩვენი პროდასავლური ორიენტაციისთვის. თავისუფლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ქვეყნები, რომელთა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, სწორედ დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანას რომ ითხოვენ, გულისხმობენ, რომ თითქოს აქ მას ვერ უმკურნალებენ. 

"აქ ორი კურდღლის მოკვლაზეა საუბარი. ერთი - გაყვანის შემთხვევაში მათ რეალურად ექნებათ შანსი, რომ ციხეს დააღწიოს თავი და მეორე - დაამტკიცებენ, რომ ის მართლაც არის წამებული და მასზე მართლაც იყო გარკვეული ზეწოლები, რის გამოც მკურნალობა არის საჭირო. არ შეიძლება, რომ სააკაშვილმა მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში გაატაროს. ეს არის საავადმყოფო, სხვა ავადმყოფებიც საჭიროებენ იქ მკურნალობას. ჯერ წარმოიდგინეთ, რამდენი ვიზიტორი ჰყავს მას მთელი დღის განმავლობაში, რას ვეუბნებით ჩვენ სხვა მსჯავრდებულებს?! ეს არ შეიძლება - ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები