ციციშვილის კლინიკაში ახალ წელს 60-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი ხვდება

ციციშვილის კლინიკაში  ახალ წელს 60-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი ხვდება, მათგან რეანიმაციაში 10 პაციენტი წევს, აქედან ერთის მძიმე პაციენტია, - ამის შესახებ Front News-ს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, მხოლოდ სამი მშობელია  სრულად ვაქცინირებული. 

"კლინიკაში  ახალ წელს 60-მდე ბავშვი ხვდება, რეანიმაციაში 10 პაციენტია, მათგან ერთი,  უმძიმესია, ეს არის ჩვილი, რომლის მდგომარეობა  უკიდურესად მძიმეა, კიდევ ერთი  პაციენტის მდგომარეობაა რთული, მას  აქვს თანდართული დაავადება - თირკმლის უკმარისობა. 

რაც შეეხება მშობლებს, მხოლოდ სამი მშობელია ვაქცინირებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ომიკრონის" შტაბით ინფიცირებული დედა-შვილი უკვე ბინაზე გაეწერა, ბავშვს აქვს თანმდევი ქრონიკული დავადება, თუმცა ვირუსის მხრივ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.  

2021 წლის განმავლობაში ციციშვილის კლინიკაში კორონავირისით ინფიცირებული 5 ბავშვი დაიღუპა.   

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები