პარტია "საქართველოსთვის“ თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს

პარტია "საქართველოსთვის“ თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს - ვინც  ავტობუსებით  დღეში მხოლოდ ორჯერ  გადაადგილდება შემოიღოს დამატებითი პაკეტი  – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი პაკეტი, რაც მოსახლეობის ამ ფენას გაუიაფებს ყოველთვიურ დანახარჯს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი ტარიფები ძალაში პირველი თებერვლიდან შედის, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. გიორგი შარაშიძის განცხადებით, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში არ მივიდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს არ უპასუხა. 

"მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავაპროტესტეთ თბილისელებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების ზრდა, რაც ძირითადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებისა და რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის ფონზე დამატებით ტვირთად დააწვება სოციალურად მოწყვლად ფენას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევახსენეთ თბილისის მერს მისი პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულების შესახებ, თბილისის საკრებულოში ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებისთვის პასუხი გაეცა იმ პრობლემურ კითხვაზე, რაც ტრანსპორტის ფასების გაძვირებას უკავშირდება,  ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და კვლავ მისთვის კომფორტული ცალმხრივი კომუნიკაციით შემოიფარგლა, ოცნების უმრავლესობამ კი ერთპიროვნულად დააკანონა გაზრდილი ტარიფები, რაც 1 თებერვლიდან შედის ძალაში.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, ვინც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება დღეში მხოლოდ 2ჯერ და რომელთა ყოველთვიური დანახარჯი ტრანსპორტზე ძველი ტარიფებით არ აღემატებოდა 30 ლარს, შემოიღოს დამატებითი პაკეტი მხოლოდ ავტობუსით მგზავრობისთვის – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25 ლარიანი პაკეტი, რაც მოსახლეობის ამ ფენას გაძვირების ნაცვლად პირიქით – ოდნავ მაინც გაუიაფებს ყოველთვიურ დანახარჯს და ტოტალური ინფლაციის ფონზე შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ დღეს, კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მერს, რომ გასცეს მათ საჯარო პასუხი, ემხრობა თუ არა  თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ.

"ბატონ კალაძეს ასევე შევახსენებთ, რომ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს ინიციატივაზე, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ! მივმართავთ მას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია, ემხრობა თუ არა თბილისის მერი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვას თბილისის მერიაში და კონკრეტულად ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციული რისკებისგან დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნას", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები