ნინო ჩიკვაშვილი - ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიას "საქართველოსთვის" პასუხობს.

"პასუხი “პარტია” საქართველოსთვის! 

ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია. გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას,  ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან. რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მე უკვე მაქვს ამ პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა.

მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ  მოაწყვეს ეს მასკარადი. ძალიან კარგად იცის ჩემმა ამომრჩეველმა, რომ მე არასდროს მივატოვებ არც ამომრჩეველს და არც ჩემს ხალხს.  ეს შოუ დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიები მიეწვიათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს დამსაჯეს", - აცხადებს ჩიკვაშვილი.

პარტია "საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გაირიცხა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnina.chikvashvili%2Fposts%2Fpfbid0cyP7R8AZsJcmVYaHbNJMEWZN38b1t2B224gdJ7puxagGBo6Q2dF8JRHmz8gPC9zDl&show_text=true&width=500" width="500" height="412" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>