ლალი ტურძელაძე - უკეთესად იყო, რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა

ფანჯრებზე სახელურები მომძვრალი გვაქვს,  რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა, - აცხადებს თბილისის   საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე დაწესებულებიდან პაციენტის გადმოხტომის შესახებ.  

მისი თქმით, 60  წლამდე მამაკაცი პალატაში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.  ის პალატაში მეორე მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც დღეს გაეწერა. 

ექიმის თქმით, გაუგებარია, როგორ მოახერხა პაციენტმა ფანჯრის გაღება.  

"ძალიან კარგად იყო, ხვალ ვწერდით, ბინაზე უნდა გასულიყო. გამოსული იყო მდგომარეობიდან და უკეთესად იყო. ჩვენ ფანჯრებზე სახელურები მომძვრალი გვაქვს, რომ გაუგებრობა არ მოხდეს, რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. 

ამ დროისათვის საუნიკერსიტეტო კლინიკაში სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები