მამუკა ჟღენტი ევროპის საბჭოში არსებულ პრობლემებზე, დაგეგმილ არჩევნებსა და ამ ორგანიზაციაში რუსეთის როლზე საუბრობს

მადრიდი: ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) თანადამფუძნებელი მამუკა ჟღენტი Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2019 წელი ევროპის საბჭოს მუშაობისთვის გადამწყვეტი იქნება.

მისივე თქმით, მიმდინარე წელი გადამწყვეტი იქნება მისი მომავლისთვის და შესაბამისად იმ საქმეებისთვის, რომელსაც იგი ევროპის ყველა მოქალაქისთვის ასრულებს.

ევროპის საბჭომ ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიოს. 1990-იანი წლების ბოლოს მამუკა ჟღენტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით  ორგანიზაციის სამდივნოში მუშაობდა, შემდეგ კი ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა. 

- თქვენ იცნობთ ორგანიზაციას შიგნიდან, ორგანიზაციისთვის რთული დროა, თქვენ რას ფიქრობთ?

- პრობლემები ახალი არ არის ევროპის საბჭოსთვის, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ეძებს თავის ნამდვილ იდენტობას და როლს კონტინენტზე, თუმცა მიმდინარე წელი ნამდვილად გადამწყვეტი იქნება მისი მომავლისთვის და შესაბამისად იმ სამუშაოებისთვის, რომელსაც იგი ევროპის ყველა მოქალაქისთვის ასრულებს. ახალი გენერალური მდივნის არჩევნები ივნისში გაიმართება, მაგრამ ამ და მომავალ წელს ჩვენ ვნახავთ საფრანგეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობას ორგანიზაციის ძირითად ორგანოში (მინისტრთა კომიტეტში). საქართველო პირველად გახდება თავმჯდომარე ამ ორ წამყვან ქვეყანას შორის. სახეზეა ე.წ. "რუსული კრიზისი", მნიშვნელოვანი ურთიერთობა თურქეთთან, ასევე სხვა თემები, რომელიც უძველესი ევროპული ინსტიტუტის წინაშე დგას.

- როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ გენერალურ მდივანს და მის საქმიანობას?

- ბატონი იაგლანდი არის ევროპის საბჭოს პირველი და შეიძლება ერთადერთი გენერალური მდივანი, რომელიც ორჯერ აირჩეს და პოსტზე ორი ვადით ზედიზედ იმყოფება.

- ლაკონური შეფასებაა, თუმცა ბატონი იაგლანდი პოსტზე შემოდგომამდე დარჩება და შესაძლოა, გაქვთ რაიმე სურვილი ან რეკომენდაცია

- რაც შეეხება მომდევნო თვეების სურვილებს, მოხარული ვიქნებოდი, იმის ნაცვლად, რომ შეცდომით მიაკრან “დაპყრობილი სახელმწიფოების” იარლიყი ზოგიერთ პატარა, მაგრამ ამაყ-წევრ ქვეყნებს, გაცილებით მეტი გაკეთდეს იმისათვის, რომ შემოწმდეს ხომ არ არის ხაფანგში მოქცეული თავად ორგანიზაცია, და თუნდაც არაფერი იყოს მიღწეული, სანამ ახალი გენერალური მდივანი არ შეუდგება მოვალეობების შესრულებას, ეს მაინც სასარგებლო და ღირებული იქნება ორგანიზაციისა და მისი მომავლისათვის.

- გასულ წელს, ბატონმა იაგლანდმა ინტერვიუ მისცა ნორვეგიის ჟურნალისტს ე.წ. "ევროპის საბჭოს დიპლომატიური სკანდალის შესახებ" და ჩვენ გვესმის, რომ გენერალურმა მდივანმა დაგასახელათ მისი დაგეგმილი, მაგრამ გაუქმებული შეხვედრის ორგანიზატორად ერთ-ერთ თქვენს ყოფილ კოლეგასთან მინისტრთა კომიტეტიდან, რომელიც ასევე აღმოჩნდა ამ სკანდალის მამხილებელი.

- მე სტრასბურგი 2013 წელს დავტოვე, ბატონ იაგლანდს სტრასბურგში ერთხელ შევხდი 2017 წელს, გენერალურ მდივანთან თბილისში კიდევ ერთი შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შეხვედრა არ შედგა. რაც შეეხება შუამავლობას და შეხვედრის ორგანიზატორობას, ვშიშობ, რომ "პირადი თანაშემწის ფუნქციები" ჩემი კომპეტენციის მიღმაა. ბოლოსდაბოლოს ბატონი იაგლანდი მასშტაბური პოლიტიკოსია... მისი სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე შეუძლებელია გარკვეული ფაქტიური შეცდომების თავიდან აცილება.

- დავუბრუნდეთ არჩევნებს, როგორია პროცედურა? რას უნდა ველოდოთ საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიიდან?

- მრავალმხრივ დიპლომატიაში და განსაკუთრებით ევროპის საბჭოში "პროცედურა" ნებისმიერი საკითხის გასაღებია. ზოგჯერ, მე ვიტყოდი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. საპარლამენტო ასამბლეის წევრები ირჩევენ გენერალურ მდივანს.

არჩევნების მთელი პროცესი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის კონსულტაციით ხორციელდება. ამ კონსულტაციების ძირითადი მიმართულება ერთობლივი კომიტეტია, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომების შემდეგ იმართება და რომელშიც ასამბლეის ხელმძღვანელობა და წევრი ქვეყნების ელჩები მონაწილეობენ.

შემდეგი ოფიციალური ნაბიჯია კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც მინისტრთა კომიტეტის მიერ მარტში უნდა ჩატარდეს. კანდიდატებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი თავი, ხედვები, გეგმები, შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმია, რომელიც ერთი საათი გრძელდება. საკითხი იმის შესახებ მიეცემათ თუ არა კანდიდატებს წერილობითი კითხვები ფაქტობრივ გასაუბრებამდე, მინისტრთა კომიტეტის მიერ წყდება. მე არ ვემხრობი ამ პროცედურას და კითხვების დასმა და პასუხების მიღება რეალურ დროში მირჩევნია, თუმცა უცნობია, რასაც გადაწყვეტს მინისტრთა კომიტეტი.

ელჩებთან გასაუბრების შემდეგ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენები ოთხი გვარით, საკუთარ კანდიდატებს ხმას ფარული კენჭისყრით აძლევენ. კანდიდატები, რომლებიც ხმათა გარკვეულ რაოდენობას მიიღებენ და თუ სწორად მახსოვს, ეს არის ხმების 2/3, შედიან არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სიაში. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დააყენოს ერთი, ორი ან 4-ვე კანდიდატი. ნაკლებად სავარაუდოა სიტუაცია, როდესაც ვერცერთი კანდიდატი ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ აგროვებს, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მეორე ტური ჩაატაროს ან ყველა კანდიდატს, ან იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს. ასევე შეუძლია ახალი კანდიდატების წარდგენა მოითხოვოს. ეს მხოლოდ თეორიაა, პრაქტიკაში კი არაფერია გამორიცხული, თუ მოვლენათა განვითარება ამას მოითხოვს.

ბოლო ნაბიჯი - საპარლამენტო ასამბლეის არჩევნებია.

- 4 კადიდატი წევრი სახელმწიფოების მიერ არის წარდგენილი, როგორია თქვენი არჩევანი და როგორ შეაფასებდით ამ კანდიდატების შანსებს?

- თუ ერთადერთი კანდიდატი არ არის, შედეგების წინასწარ განსაზღვრა ადრეულ სტადიაზე, შეუძლებელია. ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ წარმართავს კანდიდატი საარჩევნო კამპანიას და როგორ დაუჭერენ წევრი სახელმწიფოები მხარს მათ მიერ წარდგენილ კანდიდატს. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები. არსებობს ე.წ. "იუნკერის კრიტერიუმი", რომელსაც ევროპის კომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის და ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჟან-კლოდ იუნკერის პატივსაცემად აქვს ეს სახელწოდება, რომელსაც 2004-2005 წლებში ევროპის საბჭოს შესახებ მოხსენების მომზადება სთხოვეს. მე კარგად ვიცნობ ამ დოკუმენტს და მასში შესულ რეკომენდაციებს, რამდენადაც მაშინ ევროპის საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორატში ვმუშაობდი, რომელსაც ჟან-ლუი ლორაენი ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს კოორდინატორი.

ამ კრიტერიუმების თანახმად, ოთხივე კანდიდატი მეტ-ნაკლებად კვალიფიციურია, არიან პროფესიონალები და ფლობენ კომპეტენციას, რომელსაც იუნკერის რეკომენდაცია ითვალისწინებს. ლიტვის მიერ წარდგენილი კანდიდატი ერთადერთია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რამდენადაც კუბლიუსი მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებას ორჯერ ასრულებდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

უპირატესობა შეიძლება იყოს ასევე მდედრობითი სქესი, თუმცა ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე ევროპულ მედიასაშუალებაში ცოტა ხნის წინ ვნახე, რომ ევროპის საბჭოს პირველი ქალი გენერალური მდივანი სჭირდება, არასწორია. ევროპის საბჭოში უკვე იყო ქალი გენერალური მდივანი, ფრანგი პოლიტიკოსი კატრინ ლალუმერი ნამდვილად იყო ერთ-ერთი ბრწყინვალე ლიდერი.

როდესაც საქმე ეხება ასამბლეაში საარჩევნო პროცესს, არსებობს დამატებით დაუწერელი წერები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, ასამბლეაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის როტაციის კონცეფცია და ეს წესები ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევისას გამოიყენება. ამ წესების გათვალისწინების შემთხვევაში, სოციალისტურ ჯგუფებს შანსი არ აქვთ, 4 კანდიდატიდან არცერთი არ წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ჯგუფს. ძირითადი კონკურენცია ლიტვის, კვიპროსისა და ხორვატიის კანდიდატებს შორის იქნება. 

- ჩვენი აუდიტორია ძირითადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნებია, რას შესთავაზებდით უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, როდესაც საქმე ეხება არჩევნებს. თქვენ ასევე თქვენს პირად არჩევანზეც არაფერი გითქვამთ...

- მე არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებს რაიმე სახის რჩევა მივცე. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრი ქვეყნების დელეგაციები საკმაოდ ეკლექტიკურია, ამიტომ ხელისუფლების პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირს არჩევანს გააკეთებს. თუმცა, შეგვიძლია გავიხსენოთ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა არ დაუჭერს მხარს ლიტვის კანდიდატს, რადგან მისი არჩევნები გამოიწვევს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტზე სერბეთის კანდიდატის შესაძლო არჩევანს, რაც გააძლიერებს რუსეთის ფედერაციის პოზიციას სამდივნოში. ჩემი აზრით, ეს არასწორი ანალიზი, მე შემიძლია ვთქვა, რომ გენერალური მდივანი არის ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი და არა გენერალური მდივნის მოადგილე. მეორეც, ქალი გენერალური მდივნის არსებობა აუცილებლად არ გამორიცხავს იმას, რომ კიდევ ერთმა ქალმა დაიკავოს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ გენერალური მდივნის მოქალაქეობა კვლავ, ისევე როგორც მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ამ შემთხვევაში ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო და მე ვიტყოდი სომხეთია, მე მხოლოდ ერთი ჭეშმარიტ არჩევანს ვხედავ თუ სხვა უცნობი არგუმენტი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ გიპასუხეთ კითხვაზე, რომლის პასუხსაც ითხოვდით. 

- მადლობა, თქვენი პასუხი სრულიად ნათელია. რუსეთის ან "რუსული კრიზისის" შესახებ მინდა გკითხოთ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ საკითხს

- ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს "რუსული კრიზისი" უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს, უფრო ზუსტად საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს, ანუ იქამდე, ვიდრე ახალი გენერალური მდივანი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. თუ ეს ასე არ მოხდება, საკითხი გაიყინება 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის დროს და მინისტრთა კომიტეტს მოუწევს საკითხს გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში დაუბრუნდეს. თუ ამ პერიოდში ეს საკითხი არ გადაწყდება, როდესაც ახალი გენერალური მდივანი დაიკავებს ამ თანამდებობას, მე მას მხოლოდ შევთავაზებდი თუ ეს საკითხი არ მოგვარდება იმ დროისთვის, როცა გენერალური მდივანი დაიკავებს ამ თანამდებობას, მე მხოლოდ შევთავაზებდი მას, გადავიდეს დედაქალაქიდან დედაქალაქში თხოვნით დაემორჩილონ რუსულ შანტაჟს.

რუსული შანტაჟის ისტორია სტრასბურგში ძალიან ძველია. ეს შანტაჟი გაცილებით ადრე იყო შემჩნეული, ჩეჩნეთში კრიზისის დროს, ასევე უფრო გვიან სტადიაზე. ჩეჩნეთის კრიზისის დროს რუსეთმა არ დატოვა ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვაზე, კრემლი უფრო კონსტრუქციული გახდება. ვიდრე ისინი მხოლოდ სისუსტეს ხედავენ და ეს წესია რუსული დიპლომატიისთვის, ამით თამაშობენ. მათ წასასვლელი არსად აქვთ და არც წავლენ. 

- კიდევ რა რეკომენდაციას მისცემდით ახალ გენერალურ მდივანს?

- პირველ რიგში მინდა ვნახო ახალი გენერალური მდივნის მისიისადმი ერთგულება, ძირითადი პრინციპების აღიარება, პატივისცემა ორგანიზაციის და მისი ძალიან თავდადებული და ქმედითი პერსონალის მიმართ. მინდა ვნახო ახალი გენერალური მდივანი, რომლისთვისაც ორგანიზაციის პოზიცია და მომავალი ყველაზე მაღალი პრიორიტეტი იქნება თავის პირად პოლიტიკურ კარიერაშიც კი. მინდა, რომ ევროპის საბჭომ კვლავ დაიბრუნოს თავისი მნიშვნელობა ისევე, როგორც ეს იყო ბერლინის კედლის დანგრევის და ახალი წევრი ქვეყნებს შეერთების შემდეგ. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. მინდა ვნახო ევროპის საბჭო, რომელსაც აქვს პოლიტიკური გავლენები ისეთ საკითხებზე, რომლის გადაწყვეტა თავად ყველაზე უკეთესად შეუძლია. 

მე ასევე მინდა ვნახო, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი და სამდივნო ახორციელებენ მონიტორინგის ფუნქციებს მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების საფუძველზე, დაუსაბუთებელი დისკრიმინაციის გარეშე. არსებობს ბევრი რამ, რაც მე მინდა ვნახო სტრასბურგში, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც მდებარეობს ევროპის დედაქალაქში, აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც შეუძლია დიდი სარგებელი და ღირებულება მოიტანოს ყველა ევროპელი მოქალაქისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები