ადმინისტრაციულ შენობებზე ოპოზიციამ უკრაინის დროშები გადმოფინა

საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის  მუნიციპალიტეტებში  ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინის დროშები გადმოიფინა.  ოპოზიციის აქცია-პერფორმანსები დედაქალაქსა და რეგიონებში ერთდოულად გაიმართა. 

 "არა ომს", "არა პუტინს", "შეწყდეს უკრაინის ოკუპაცია", - ამ მოწოდებებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა დროშები მუნიციპალიტეტების შენობების აივნებიდან და ფანჯრებიდან გადმოფინეს. 

ქარელი აღჩნდა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ოპოზიციას დროშის გადმოფენის საშუალება არ მისცა. 

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა გორში უკრაინის დროში გადმოფენის პროცესი, ოპოზიციის წევრებს დროშის გადმოფენაში ხელს  დაცვის პოლიციის თანამშრომლები უშლიდნენ. 

ხმაურის გარეშე დასრულდა დროშის გადმოფენის პროცესი ქუთაისში,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დროშა საკუთარი ოთახიდან გადმოფინეს. 

დროები გადმოფინეს ბათუმში,  ფოთში, ოზურგეთში და სხვა ქალაქებში.

უახლესი ამბები