სააკაშვილის მომხრეები "შეგინთან" ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შეგინი: საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ქართული ტელეკომპანიის "იმედის" ჟურნალისტს ცოტნე გეგეჭკორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ Front News-ს თავად ჟურნალისტმა განუცხადა.

მისივე თქმით, ინციდენტი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "შეგინთან" მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანების ჯგუფმა, რომლებთან ერთადაც სააკაშვილი იმყოფებოდა, მესაზღვრეების კორდონი გაარღვია და უკრაინის საზღვარი გადალახა.

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს მიმართა კითხვით, რა კომენტარს გააკეთებდა საზღვრის ამ ფორმით გადალახვაზე და რა არის სამომავლოდ მოსალოდნელი, რასაც სააკაშვილმა არ უპასუხა. 

როგორც გეგეჭკორი ამბობს, ამის შემდეგ იგრძნო როგორ დაარტყა რამდენიმე უცნობმა ახალგაზრდამ სააკაშვილის გარემოცვიდან ზურგში რამდენჯერმე.

ჟურნალისტმა შეკითხვა გაიმეორა, რის შემდეგაც სააკაშვილის გარემოცვიდან კიდევ რამდენიმე დარტყმა მიიღო.

ინციდენტის შემდეგ ფეხების არეში ტკივილის შემდეგ გეგეჭკორი იძულებული გახდა, ექიმისთვის დამხარებისთვის მიემართა.

ასევე "შეგინთან" შეხლა-შემოხლისას კიდევ ერთი ქართული ტელეკომპანიის "იბერიას" რეპორტიორი შოთა ფალავანდიშვილი დაშავდა.  ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, ფალავანდიშვილი ნაცემია, მას თავში ჩაარტყეს და სხეულის დაზიანებებით სასტუმროში იმყოფება. 

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. ამას წინ უძღოდა მესაზღვრეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება, რომლის დროსაც უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, 11 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაშავებულია ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი და 5 მესაზღვრე.

მსგავსი სიახლეები