"მთიან ყარაბაღში ომის მთავარი სპონსორი თურქეთია"

ერევანი: სომხეთის პარლამენტში ფრაქცია "აყვავებული სომხეთის“ წევრი არმან აბოვიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ობიექტურად და დროულად დაასახელონ აგრესორები, რომლებმაც მთიან ყარაბაღში ომი გააჩაღეს.

ამის შესახებ დეპუტატმა Front News-ს მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

გარდა ამისა, აბოვიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებს აფინანსებს.

"ეს არის აზერბაიჯანის მკაფიო აგრესია არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ ამას როგორც აგრესიას, გამოკვეთილად ისტორიული სომხური მიწების მიწის მიტაცების და ოკუპაციის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მცდელობად. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დროული და ადეკვატური რეაქცია, რომელმაც მკაფიოდ უნდა მიუთითოს, ვინ არის აგრესორი აღნიშნული ომის ინიციატორი, ამ შემთხვევაში ეს არის აზერბაიჯანი და თურქეთი, რომელიც მთავარი სპონსპორია", - განაცხადა აბოვიანმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

უახლესი ამბები