ჭიათურაში ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის მემორიალური დაფა გაიხსნა

ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე, ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, ზურაბ წერეთლის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ და ქართული ფეხბურთის წინაშე ზურაბ წერეთლის დამსახურება და მის მიერ განვლილი საფეხბურთო მოღვაწეობის წარმატებული წლები გაიხსენეს.

"ზურაბ წერეთელი სახელოვანი ფეხბურთელი იყო, როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სახელოვან გუნდებში თამაშობდა. სასიხარულოა, რომ ასეთი პიროვნებების დაფასება ხდება. მომავალ თაობებს ვაცნობთ მისაბაძ და წარმატებულ ადამიანებს", - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. 

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენ პატივისცემა გამოვხატეთ ბატონი ზურაბის მიმართ. ყველას ეცოდინება, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ჭიათურელები ძალიან ვამაყობთ", - აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ. 

ზურაბ წერეთელს 69 წელი შეუსრულდებოდა. ფეხბურთელი 1953 წლის 21 მარტს ქ. ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა ქალაქის N1საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში. ამავე დროს დაიწყო სასწავლო-საწვრთნელი მზადება ბავშვთა ფეხბურთში, საფეხბურთო სკოლაში. მას შემდეგ კარიერა გააგრძელა ჭიათურის ,,მაღაროელის,, ფეხბურთელთა გუნდში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, 1971 წლიდან 1977 წლამდე მიწვეული იყო თბილისის ,,დინამოს,, შემადგენლობაში. ამ პერიოდში 1976 წელს სსრკ- თასის მფლობელი გახდა. 1977-78 წლებში მოსკოვის ,,დინამოს,, ღირსებას იცავდა. 1978-79 წლებში ქუთაისის ,,ტორპედოში,, თამაშობდა. 1979-81 წლებში ტაშკენტის ,,პახტაკორში,, მოღვწეობდა. წარმატებული საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე მას 2015 წელს თბილისში , მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვალავი გაუხსნეს. ზურაბ წერეთელი 1992 წლის 12 იანვარს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები