ანტონიო გუტიერეში - სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

უკრაინაში ვიზიტით მყოფი გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა და რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული შენობები დაათვალიერა.

"როდესაც ვუყურებ ამ განადგურებულ შენობებს, უნდა ვთქვა, რას ვგრძნობ. ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში.

როდესაც ვხედავთ ამ საშინელ სურათს, ვგრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალური გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება. მოხარული ვარ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ხედავს აქ არსებულ ვითარებას, პროკურატურა უკვე აქ არის. სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, დასთანხმდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული თავად ომია“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.