"რომელ სამყაროში ცხოვრობთ?" - ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი მწვავედ გააკრიტიკა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ "ჰამასის" ტერორისტების თავდასხმა ისრაელზე "ოკუპაციის შედეგი იყო". თელ-ავივში გენერალური მდივნის სიტყვებს მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ.

საბჭოს სხდომაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა "ისრაელის ოკუპაციის, ეკონომიკური ბლოკადის და სახლების დანგრევის" შედეგი იყო.

მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის "კოლექტიურად დასჯას".

”მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეიარაღებული კონფლიქტის არც ერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა”, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

ამავდროულად, გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო "საშინელი და უპრეცედენტო ტერორისტული აქტი", რომელიც განხორციელდა "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და გატაცებას.

გუტერეშის გამოსვლის საპასუხოდ, ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივანი "რეალობისგან მოწყვეტილია“ და მისი განცხადება ტერორის გამართლებაა. მან ასევე გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა.

"გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც თანაუგრძნობს ბავშვთა, ქალთა და მოხუცთა მასობრივი მკვლელობის კამპანიას, არ არის შესაფერისი გაეროს ხელმძღვანელობისთვის. მოვუწოდებ მას დაუყოვნებლივ გადადგეს. არანაირი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს სისასტიკეს“, - დაწერა მან "ტვიტერზე".

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენიც გამოეხმაურა.

"ბატონო გენერალურო მდივანო, რომელ სამყაროში ცხოვრობთ? რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი სამყარო", - განაცხადა კოენმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

ისრაელის მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ასევე დაწერა, რომ გუტერეშთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები