მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის საქმეზე დააკავეს

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, 72 საათით დააკავეს, - ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა მარიანა კიორპეკმა განაცხადა.

პროკურატურა კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეებს იძიებს, რომლის ფარგლებშიც დილიდან მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკას აწარმოებს. 

18 მაისს მოლდოვას გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.

მედიის თქმით, ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. 

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები