მოლდოვაში მამაკაცმა არჩევნების დროს რუსეთის საელჩოს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა

მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში 54 წლის მამაკაცმა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანია გახსნილი, ორი მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების დროს მამაკაცმა  რუსეთის საელჩოს ღობეზე მოლოტოვის ორი კოქტეილის გადასროლა მოახერხა, ამის შემდეგ ის მაინც დააკავეს.

დაკავებული მოლდოვის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ასევე რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა.

რუსეთის საელჩომ სამართალდამცველებს დაკავებულის "მკაცრი დასჯისკენ" მოუწოდა.

15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. "არჩევნების" შემდეგ პუტინი ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე რჩება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები