ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც რაიონის 20-ვე სკოლიდან მასწავლებელთა განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა. 

მასწავლებლებმა ყველა საგნობრივ ჯგუფში პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს.

რაიონულ კონფერენციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები - სოფო მშვილდაძე და ხათუნა დარბაისელი და სამცხე-ჯავახეთის საგნობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს, მერის მოადგილეს იოსებ რაზმაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ზაალიშვილს კონფერენციაში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ მადლიერების სიგელი გადასცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები