დიპლომატები - ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა

უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, - ამის შესახებ ქართველმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. 

დიპლომატების განცხადებით, ხელისუფლებამ დიპლომატებს არ მისცა საშუალება, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგი მიეღოთ. 

"სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს მომავალში კანდიდატი სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით  მოხდა ე.წ. ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.  უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამძაფრდა.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა - უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ყველა ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია,  შეუერთდეს ამ განცხადებას", - განაცხადა დიპლომატების სახელით  გიგი გიგიაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები