თეა მარტყოფლიშვილი - მეუფე იაკობი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდაო

სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. 

"4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო ჩვენთან მოსული. მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდაო. ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ეხლა მე ვრწმუნდები, ნამდვილად. ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა, ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია", - აცხადებს  მარტყოფლიშვილი.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა გოგაშვილს იარაღი ჩაუდეს.

"შევარდნენ ოთახში, ამ დროს მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი. გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი დადეს, როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?

შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელები, დაუძახა ბიჭებს, აქ რა უნდა, რატომ ამოიყვანეთო. ხელები მტკივა, გავხდი ცუდად.

ღამბაშიძე ნაძირალა, პირობას ვდებ, ან მე ვიქნები ან ღამბაშიძე, წიხლი დაარტყა ბეჭზე, აქ დაზიანება, სუნთქვის დროს ძალიან უჭირს და მარჯვენა ლოყა გასიებული. დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამდეს იარაღი. 

მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, სდომებია ამ მთავრობას- ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს", - აცხადებს  მარტყოფლიშვილი.

მისივე თქმით, გოგაშვილი სსკ-ის სამი მუხლით დააკავეს, მათ შორის არის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და 236-ე მუხლი (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა).

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები