მეუფე იაკობი - დარბოდნენ ევროპაში, ამერიკაში, სახელებიც ვიცი იმათი და ამბობდნენ "არ მისცეთ, არ მისცეთ"

მეუფე იაკობის განცხადებით, იცის იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც ევროპაში შეხვედრებს მართავდნენ და პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიეღო.

"ლამის გადაგვაყოლეს კანდიდატის სტატუსს და მე მინდა, მეორე ნაწილი ქართველებისა აღვნიშნო, რომლებიც დარბოდნენ ევროპაში, დარბოდნენ ამერიკაში, პირდაპირ გეუბნებით, სახელებიც ვიცი იმათი ამერიკელებისგანაც და ევროპელებისგან და დადიოდნენ და "არ მისცეთ, არ მისცეთ". მე თქვენ იმას გილოცავთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერება, თორემ აქეთ შეგვეხვეწოს ყველა.

ჩვენ ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია მივიღოთ ევროკავშირისგან და ევროკავშირსაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ჩვენგან და ამ დღეებში გადაწყდება და წლის ბოლოს რაღაც დათქმებით აუცილებლად მოგვცემენ, იმიტომ, რომ რომ არ მოგვცენ, რა გააკეთეს ამათმა, ვინც დადიოდნენ უცხოეთში? ჩვენზე წარმოდგენა დაუკარგეს და ჩვენ კიდევ, ევროკავშირზე, როგორც სამართლიანობის სიმბოლოზე, ჩვენც დაგვაკარგვინეს იმ პერიოდში მათ შთაბეჭდილება აღარ ჰქონდათ და მადლობა ღმერთს, იქაც გამოფხიზლდნენ, ჩვენც სხვანაირად დავინახეთ", -  განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები