რეზნიკოვი - პოლონეთის მიერ გადმოცემული PT-91 Twardy ტიპის ტანკების რაოდენობას მტერი ბრძოლის ველზე გაიგებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. 

"PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან - უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - წერს ერმაკი.

თავის მხრივ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ტანკების რაოდენობას მტერი ბრძოლის ველზე გაიგებს.

PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. ის 1990-იან წლებში შეიქმნა და არის საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის მოდიფიკაცია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები