მარიამ ჯიშკარიანი - პენიტენციურ სისტემაში საქართველოში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებაც კი, ვინაიდან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები

მიხეილ სააკაშვილს ცენტრ "ემპათიას" ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ექიმი ოთარ თოიძე ხვდებიან. ისინი უკვე ერთი საათია, კლინიკა "ვივამედში" იმყოფებიან. მათი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.

"ამ ექვსი თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, გარდა ამისა, არის ახალი ანალიზები და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებსაც გავეცნობით და მოვემზადებით უცხოელი კოლეგების დასახვედრად. შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ, დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯანდაცვის სამინისტრო რა სიჩქარით მოახერხებს ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას", - განაცხადა თოიძემ.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის  საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია. 

"ვითხოვდით სხვა აპარატურის გამოყენებით გარკვეულ კვლევებს, მაგრამ ამჟამად, გუშინ საგამოძიებო უწყებაში რაც ვიხილეთ ვიდეო მასალები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევები გარეთ გაყვანით არ იქნას მოთხოვნილი. ჩვენ ბევრ დასკვნაში გვიწერია, რომ პენიტენციურ სისტემაში საქართველოში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებაც კი, ვინაიდან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ეს ფაქტები გავლენას ახდენს მთლიანად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან სრულიად არაადეკვატურია ქმედებები და ქცევები, როგორც იქცევა პენიტენციური სამსახური", - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები