აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ტაივანს კვლავ ეწვევა

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ტაივანს დღეს კვლავ ეწვევა. 

ცნობილია, რომ ამერიკული დელეგაცია ტაივანში 14-15 აგვისტოს დარჩება. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის ლიდერებთან, რათა განიხილონ აშშ-ტაივანის ურთიერთობები, რეგიონალური უსაფრთხოება, ვაჭრობა და ინვესტიციები, გლობალური მიწოდების ქსელები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

დელეგაციას სენატორი ედ მარკი (დემოკრატიული პარტია) უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე იქნებიან პალატის წარმომადგენლები ჯონ გარამენდი, ალან ლოვენთალი, დონ ბეიერი (ყველა დემოკრატიული პარტიიდან) და აუმუა ამატა კოულმან რადევაგენი (რესპუბლიკელი).

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ვიზიტს ჩინეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაციის ვიზიტისგნ განსხვავებით, რომელმაც ვაშინგტონსა და პეკინს შორის მორიგი დაძაბულობა გამოიწვია.

უახლესი ამბები