აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია

ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მიმართ მიუღებელია,  - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მიმდინარე წლის 12-13 სექტემბრის ღამეს პირობით საზღვარზე მომხდარი ინციდენტი არის სომხეთის მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს პროვოკაცია და უზრუნველყვეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია და სიტუაციის ესკალაცია აღკვეთილია. რეგიონში სიტუაციის გამწვავებაზე და ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

ზოგადად, პელოსი ცნობილია როგორც პროსომხური პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომხური წევრების ყოფნა ამის დასტურია. კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდის მოახლოების გათვალისწინებით, პელოსი ამ ვიზიტს თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და აშშ-ში სომხური ლობისტური წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პოლიტიკური ინტრიგებისა და ინტერესების ლობირების სომხეთის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა დაუშვებელია.

სინანულით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართლიანობაზე მოლაპარაკე პელოსს დღემდე არ დაუფიქსირებია პოზიცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიულ პოლიტიკასთან, აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის 30 წლიან ოკუპაციასთან, ასობით ათასი ადამიანის ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხისმგებელია სომხეთი.

ის, რაც პელოსიმ თქვა სომხეთში, უნდა ჩაითვალოს სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად. ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე.

ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, მანამდე გამართულ შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში კონგრესში მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობას თურქეთსა და აზერბაიჯანს ვაკისრებდით – ეს განცხადება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები