რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა.

"დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ვოვკი ნატალია პავლოვნა, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა და იქირავა ბინა სახლში, სადაც დუგინა ცხოვრობდა მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

"გოგონაზე დასაკვირვებლად დამნაშავემ მინი კუპერი გამოიყენა. რუსეთის შესასვლელში მანქანას ჰქონდა ნომრები - DPR  -  E982ХН, მოსკოვში - ყაზახური 172AJD02, ხოლო გასასვლელში - უკრაინული - AH7771IP.

მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც დუგინა იმყოფებოდა საპატიო სტუმრის სტატუსით. საღამოს კი Toyota Land Cruiser Prado, რომელსაც დარია დუგინა მართავდა, დისტანციურად ააფეთქეს.

ამის შემდეგ ვოვკი გოგონასთან ერთად პსკოვის რეგიონის გავლით გაემგზავრა ესტონეთში.

გამოძიების მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დარია დუგინას ავტომობილი 20 აგვისტოს ააფეთქეს.

მსგავსი სიახლეები