მედია - ისრაელი ამზადებს "სერიოზულ პასუხს" ირანის უპრეცედენტო თავდასხმაზე

ისრაელი გეგმავს "სერიოზულ პასუხს" ირანიდან დრონების უპრეცედენტო გაშვებაზე, - ამის შესახებ Times of Israel და Haaretz წერენ.

გამოცემები ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ირანის თავდასხმაზე პასუხი მოსალოდნელია“, - წერს Haaretz.

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი და რაკეტა იქნება გაშვებული ერაყიდან, სირიიდან, სამხრეთ ლიბანიდან და იემენიდან, მაგრამ უმეტესი ნაწილი ირანიდან.

ისრაელის დაზვერვამ აღმოაჩინა ათობით დრონის და ფრთოსანი რაკეტის გაშვება ირანიდან და ერაყიდან.

მედიის ინფორმაციით, დრონების ნაწილი აშშ-მა ბრიტანეთის მხარდაჭერით, ისრაელის მიმართულებით მიმავალი ირანული დრონების ნაწილი ჩამოაგდო.

ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

იმავდროულად, ირანის დელეგაციამ გაეროში განაცხადა, რომ თეირანი აპირებს შემოიფარგლოს ისრაელის ტერიტორიაზე უკვე განხორციელებული დარტყმებით, მაგრამ საჰაერო თავდასხმების გაგრძელება ასევე შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები