კელი დეგნანი - აშშ სრულად ენდობა ISFED-ს

​აშშ სრულად ენდობა ISFED-ს, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

"ISFED მონაწილეობდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. 

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2022 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. ISFED არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე. ნათელია, რომ მათ როლი არ მიუძღვით ამ დარღვევებში. საზოგადოებამ დაკარგა ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.

რაც შეეხება იმ შეცდომას, რაც ამ ორგანიზაციას შედეგების გამოთვლაში ჰქონდა, როგორც კი აღმოაჩინეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ მაშინვე შეატყობინეს საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაასაჯაროვეს.

ამიტომაცაა, რომ ჩვენ სრულად ვენდობით ISFED-ს, როგორც პროფესიონალ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციას. ისინი იყვნენ გამჭვირვალეები შეცდომასთან დაკავშირებით, მაშინვე, როგორც კი ეს შეცდომა გამოვლინდა. და ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ISFED-მა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, რომელიც არჩევნების დაკვირვებასა და გამართვაში გამოცდილება აქვთ, ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფებში", - განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები