ლორა თორნტონი - ამ რიტორიკის მსგავსი, რაც დღეს ხდება მოკავშირეების წინააღმდეგ, არასდროს მინახავს

არ უნდა დავუძახოთ ევროპარლამენტარებს მტრები, არ უნდა დავესხათ თავს სიტყვიერად აშშ-ის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, - ამის შესახებ საქართველოში "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა არ შეესაბამება მათ მიერ დეკლარირებულ მიზანს, ან მიზანი არის სხვა. 

"ამ ღონისძიებაზე - „სად არის საქართველო?“ მე ასე დავსვამდი  კითხვას - სად არის საქართველოს მთავრობა?  2015 წლიდან იმართება ეს ღონისძიება და მასზე  ყოველთვის არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი. 

ამ რიტორიკის მსგავსი,  რაც დღეს  ხდება მოკავშირეების წინააღმდეგ,  არასდროს მინახავს და არც იმუნიტეტი მაქვს ამის წინააღმდეგ. ჩემს წინააღმდეგაც იყო საქართველოს  მთავრობიდან მსგავსი რამ, მაგრამ ეს უკვე  ახალი განზომილებაა აშშ-ის ელჩის, ევროკავშირის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოსვლა. ისინი ხომ საქართველოს მოკავშირეები და მეგობრები არიან“, - განაცხადა ლორა თორნტონმა. 

მისი თქმით, საქართველოს მმართველი ძალის მიერ დეკლარირებულ მიზნებსა და ქცევას შორის განსხვავებაა. 

"განცვიფრებული და გაკვირვებული ვარ, რაღაც გარკვეული წინააღმდეგობებია, მათ მიერ დასახულ მიზნებსა და პოლიტიკას შორის, მათ ქცევასა და რიტორიკას შორის, ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის. არ უნდა დავუძახოთ ევროპარლამენტარებს მტრები, არ უნდა დავესხათ თავს სიტყვიერად აშშ-ის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, რომელსაც ასევე მტრად მოიხსენიებდნენ. ეს სიტყვები არ შეესაბამება მათ მიერ დასახულ მიზნებს, ან ეს არ არის მიზანი, ან სხვა რამე ხდება“,  - განაცხადა ლორა თორნტონმა  ტელეკომპანია „ფორმულასთან“. 

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე  მიწვევის მიუხედავად "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა. უფრო მეტიც,  ოცნების ლიდერებმა კონფერენციის მონაწილეებს "მტრები“ უწოდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები