ლორა თორნტონი - დადგება დრო, როცა მეგობრები იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია

"დადგება დრო, როცა მეგობრები იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია" - დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორი ლორა თორნტონი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს. 

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს "მსუბუქად" არ უნდა იღებდეს. 

"ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ დემოკრატიის და განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებია მრჩება განცდა, რომ მოთმინება ილევა. გუშინ, რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხვედრას დავესწარი, სადაც კითხვებია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა, უკეთესი ხომ არ იქნება თანხები სადმე სხვაგან დავხარჯოთ. ეს საქართველოსთვის ძალიან სევდისმომგვრელი ნიშანია. არ ვიცი, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როცა რაღაცა გატყდება, როდის აისახება ეს უარყოფითად საერთაშორისო დახმარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიცი ის, რომ ნამდვილად ვცდით ადამიანების მოთმინებას. "ქართული ოცნება" რომ ვიყო, ამას მსუბუქად ნამდვილად არ მივიღებდი. შეიძლება წარსულში არაერთი შტორმი გადაუტანიათ, მაგრამ, დადგება დრო, როცა მეგობრები იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია", - აცხადებს ლორა თორნტონი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები