გიორგი ბოტკოველი - გარეთ ქვეყანას არცხვენთ, შიგნით ხალხს აღარიბებთ, უფრო მეტად უსუსურს ხდით მოსახლეობას

თქვენი ეკონომიკა იზრდება და თქვენ მდიდრდებით მხოლოდ, ოღონდ ესეც ხდება ყოველდღიურად მეტი და მეტი ადამიანის გაღარიბების ხარჯზე, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"მინდა, მეც ქართველი სპორტსმენების მილოცვით დავიწყო. რა თქმა უნდა, ის წარმატება, რაც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას არის თითოეული ჩვენთაგანის წარმატება და მინდა მივულოცო ყველა გულშემატკივარს. უბრალოდ, ზოგადი რომ ყოფილიყო მილოცვა ყურადღებას ნამდვილად არ მივაქცევდი, მაგრამ იმ ჩამონათვალში გამორჩა ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც ასევე იმ დროს გახდა ევროპის ღია ჩემპიონატის ჩემპიონი.

ახლა რაც შეეხება თქვენს წარმატებას, ნამდვილად “წარმატებული” ზაფხული გქონდათ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, როგორც შიდა, ისე გარე ასპარეზზე. გარეთ ქვეყანას არცხვენთ, შიგნით ხალხს აღარიბებთ, უფრო მეტად უსუსურს ხდით ამ ქვეყნის მოსახლეობას და უბიძგებთ, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა და ყველა სტატისტიკა ამას გვეუბნება. დაახლოებით 250-დან 300 მოქალაქემდე გადის ქვეყნიდან, რომელიც მარტო დასარჩენად მიდის სხვა ქვეყანაში, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთავრებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 

12-პუნქტიან გეგმაზე საუბრობთ და მოვისმინეთ თურმე, როგორ ზედმიწევნით ასრულებთ ამ გეგმას, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის, ხედავს ყველა, ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ თქვენი 12-პუნქტიანი გეგმა გაგაჩნიათ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს და ვინ უფრო დამცველ და მაამებელ განცხადებას გააკეთებს ივანიშვილისთვის, ეს გგონიათ თქვენი საქმე.

ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი და კი, იზრდება ეკონომიკა, ოღონდ თქვენი ეკონომიკა იზრდება და თქვენ მდიდრდებით მხოლოდ, ოღონდ ესეც ხდება ყოველდღიურად მეტი და მეტი ადამიანის გაღარიბების ხარჯზე და სხვა არაფერი", - განაცხადა ბოტკოველმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები