გედევან ფოფხაძე - ხელისუფლება დგას რეალურად ავტორიტარიზმზე და პუტინის რეჟიმზე

ამათ შექმნეს სახელმწიფოს მართვის პუტინისტური მოდელი და თავის საერთაშორისო მოკავშირედ  რუსეთი აირჩიეს და კომისიაში რა პოზიციას დააფიქსირებენ და რას გააკეთებენ,  არსებითი მნიშვნელობა  არ აქვს, -  ამის შესახებ Front News-ს "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. 

ფოფხაძე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან თანამშრომლობას უშედეგოდ მიიჩნევს.   

"ნეგატიურად ვუყურებ,  რასაც ხელისუფლება აკეთებს.  ვერ ვხედავ მათთან თანამშრომლობის ვერანაირ ლოგიკურ ახსნას. თუ მათ ექნებოდათ პოლიტიკური ნება, მაშინ აზრი ექნებოდა მათთან ერთად რამის კეთებას.  პრინციპულად მიმაჩნია, რომ მათ ნიკა გვარამიაც იმიტომ დაიჭირეს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი გამხდარიყო და  ევროპარლამენტარებს საქართველოს სასარგებლოდ პოზიციების დაფიქსირების შანსი წართმეოდათ. 

რეალურად, 24 თებერვლიდან რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ისინი არიან რუსეთის მხარეს, აწარმოებენ ანტიამერიკულ და ანტიეროვნულ პროპაგანდას.  ამ ფონზე, ფორმალურად, სად შეიკრიბებიან და რომელი პუნქტის შესრულებაზე იმსჯელებენ, ეს ყველაფერი არის საზოგადოებისათვის და დასავლეთისთვის  თვალებში ნაცრის შეყრა. ამას არც არავინ მიიღებს ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების რეალურ მცდელობად და  არც არის. 

ხელისუფლება დგას რეალურად ავტორიტარიზმზე და პუტინის რეჟიმზე. ამათ შექმნეს სახელმწიფოს მართვის პუტინისტური მოდელი და თავის საერთაშორისო მოკავშირედ აირჩიეს რუსეთი და კომისიაში რა პოზიციას დააფიქსირებენ და რას გააკეთებენ, არსებითი არ არის.

ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ სასამართლოს  კლანი მართავს, არჩევნები ყალბდება ქვეყანაში, სუსი მართავს ყველაფერს. სოსო გოგაშვილის პირდაპირი მტკიცებულებები ამას კიდევ უფრო ამყარებს და ადასტურებს. ამ ფონზე ფიქტიური და მოჩვენებითი რეფორმები დასაჯერებელი არ იქნება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები