გედევან ფოფხაძე - დღეს ეს ახალი ერთობის წინაპირობა უნდა გახდეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ახალი პროცესი უნდა დაიწყოს. 

"შეგნებული გვაქვს, რომ სასამართლოს ეზოში არ შეიძლება მიტინგის გამართვა, ისიც მშვენივრად ვიცით, რომ არ შეიძლება სასამართლომ უკანონო განაჩენები გამოიტანოს, ამიტომ ესეც უნდა გვესმოდეს, ესეც უნდა იყოს ჩვენთვის ათვლის წერტილი და დღეს უნდა დაიწყოს რაღაც ახალი, ეს არის ყველა ჩვენთაგანის ვალდებულება.

ვინც აქ ვართ და ამ დანაშაულის მოწმეები ვართ, რომ არ გავხდეთ ამ დანაშაულის თანამონაწილეები, საჭიროა რომ ჩვენ რაღაც გავაკეთოთ.  დღეს ეს ახალი ერთობის წინაპირობა უნდა  გახდეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები