სოსო გოგაშვილი - ასევე შეიტყობთ, როგორ ახდენს სუსი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით წერს.

"მშვიდობა მეგობრებო. საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. მე ვიყავი ამ ბინძური სისტემის ნაწილი ერთ-ერთ უმაღლეს პოზიციაზე და რა თქმა უნდა არ გავურბივარ  ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ჩემი მიზანი ამ ბინძური კრიმინალური სისტემის მხილება და დაშლაა. ამას დაკავებამდეც ვაკეთებდი და კიდევ გავაგრძელებ. 

ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ეფესბეს გენერლებთან შეხვედრა არის მთლიანი სურათის მცირედი ნაწილი. რაშისტული ოცნება არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება. დანაშაული არის სისტემური და ყოვლისმომცველი. ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევნების გაყალბება, რეკეტი, შავი სალარო და ფინანსები, კონტრაბანდა, რუსებთან ფარული დანაშაულებრივი კავშირი, უკანონო თვალთვალი პოლიტიკოსებზე, დიპლომატებზე, მედიაზე, სასულიერო პირებზე, სასამართლო და სხვა ინსტიტუტების მიტაცება, ადამიანების გატაცება დასჯის მიზნით, სუსის მიერ 5 ივლისს ჟურნალისტების დასჯა.... ეს ყველაფერი სრულად აჩვენებს ოცნების რეალურ სახეს. სწორედ ესაა ჩემი მიზანი, რომ ხალხმა დაინახოს ეს. თუ საგამოძიებო კომისია ამ მიზნის მიღწევაში წვლილს შეიტანს, მე მზად ვარ და მადლობა ამისთვის. 

p.s. ამ კომისიის ფარგლებში ასევე შეიტყობთ, როგორ ახდენს სუსი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები", - წერს გოგაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGogashviliSoso%2Fposts%2Fpfbid02a2ZRGkuxiyxPb7L4sTDS7B8ygUHTMpgXSEYw9cPSmkFY7chj54x2pzvbGbWWoXLYl&show_text=true&width=500" width="500" height="304" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>