აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა.

ასევე ხდება საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, რითაც ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონემდე მიდის.

ფრონტის ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მოქმედებების ფარგლებში წყობიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი გრძელვადიანი საცეცხლე პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო აქტივები და სამხედრო ობიექტები.

ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ არის სამიზნე, მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის მწყობრიდან. მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმირებული იქნა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთელი ხაზის გასწვრივ და განახორციელეს სარაკეტო იერიში.

უახლესი ამბები