მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს სწორედ ეს ჟურავკო აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს წინააღმდეგ ომს

მე ვპროგნოზირებ სტატეგიული ქალაქის ლიმანის გათავისუფლებას მაქსიმუმ 3 დღეში. ამის შემდეგ გაიხსნება პლაცდარმი სევეროდონეცკის, ხოლო ჩრდილოეთიდან ლისიჩანსკის ასაღებად. ამ ოპერაციას დასჭირდება დაახლოებით 1 თვე და შემდეგ უკვე მოდის ქალაქი ლუგანსკი და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი. 

"ისრაელმა პოლონეთის გავლით უკრაინას გადასცა აღჭურვილობა ირანული დრონების ჩამოსაგდებად, იქ, სადაც უკვე მიაღწია ამ აღჭურვილობამ ეს დრონები ვეღარ დაფრინავენ. ახლა ურტყამენ ოდესას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ოდესაშიც მალე გაჩნდება (რა თქმა უნდა, ოდესაში მყავს ძალიან ბევრი წყარო) ეს იარაღი და იქაც ვეღარ დაბომბავენ. 

გუშინ უკრაინელებმა ზუსტი დარტყმით მოკლეს დეპუტატი მოღალატე ჟურავკო, რომელიც წინა დღით დემონსტრაციულად იღებდა მონაწილეობას “რეფერენფუმში” და აქტიურად აგიტირებდა. ეს უკვე უკრაინის რადის მეორე მოღალატე დეპუტატია, რომელიც გაანადგურეს ხერსონში. 2008 წელს სწორედ ეს ჟურავკო აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს წინააღმდეგ ომს და ითხოვდა საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას. 

საინტერესოა ასევე, რომ ლევადას ცენტრის გამოკითხვით რუსების თითქმის ნახევარი უკვრ მოითხოვს უკრაინასთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ომის დასაწყისში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთში მხარდაჭერის ბაზა პუტინს კატასტროფულად ეშლება. უკრაინელების ახალ წარმატებებთან ერთად ეს ციფრი მკვეთრად გაიზრდება. ხარკოვში პრაქტიკულად შეწყდა არტილერიული თავდასხმები, ყველაფერი მიდის კარგად", - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები