ვერეშჩუკი - მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს, დაეხმარეთ ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაში

უკრაინის ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს მიმართავს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაში.

"ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო მობილიზაცია. მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასიური მობილიზება, რათა მონაწილეობა მიაღებინონ ომში ოკუპანტების მხარეზე. ცხადია, ასეთ ქმედებებს აქვს გენოციდის ნიშნები. ყირიმელი თათრები და სხვა უკრაინული ყირიმის ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, რომ ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას, მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხების წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე.

"მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის თხოვნით. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლების გადასვლას უკრაინის ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე!“ – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები