ნიკოლოზ ბასილაშვილი - რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბასილაშვილი სასამართლო დარბაზში დღეს პირველად გამოცხადდა. მანამდე ბასილაშვილი სასამართლო სხდომებს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.

სხდომას ესწრება მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც, რომელიც მას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ბასილაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, კომენტარს მხოლოდ სასამართლო პროცესების შემდეგ გააკეთებს.

"ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას ჯერჯერობით არ გავაკეთებ. პროცესების შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ბასილაშვილმა უპასუხა - "რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები