პუტინი - ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია

მოსკოვი მკაცრად უპასუხებს უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქების უკან "კიევის რეჟიმი" დგას.

კრემლის ლიდერი უკრაინას "ბირთვულ ტერორიზმის აქტებში" - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასა და კურსკის ატომური ელექტროსადგურის დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს.

"ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია.

თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს", - განაცხადა პუტინმა. 

უახლესი ამბები