გია ხუხაშვილი - ამ კაცს თვითონ არ უნდა გადადგომა, თვითონ ეპოტინება თანამდებობას, არ ჩანს მის საუბარში?

მითოლოგია, რომ კალაძეს  უნდა წასვლა და არ უშვებენ, მისთვის "ნამუსის მოწმენდას“ ემსახურება,  - ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით,  არ ჩანს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერი პასუხისმგებლობას გრძნობდეს და გადადგომაზე ფიქრობდეს. 

"კალაძე არ არის თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ის საბელზეა მიბმული და დირექტივების გარეშე პოლიტიკაში სერიოზულ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, მაგრამ იმაზე მსჯელობა, რომ კალაძეს უნდა გადადგომა და ვიღაცები აიძულებენ დარჩენას,  არასერიოზულად მიმაჩნია. ეს არის ვითარება, როდესაც არც გაუშვებდნენ,  მაგრამ თვითონაც არ უნდა წასვლა. იმდენ სიკეთეს ელოდება კიდევ ამ თანამდებობიდან, იმდენი ვალდებულებები აქვს აღებული, ამას ხელიდან როგორ გაუშვებს? ასე რომ, მითოლოგია მას უნდა წასვლა და არ უშვებენ, ძალიან სასაცილოა და უფრო კალაძისათვის "ნამუსის მოწმენდას“ ემსახურება.  არც წასვლა უნდა და რომც უნდოდეს, ჯერ უნდა კითხოს, ვისაც საჭიროა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ გადადგომის შემთხვევაში, გახარიას მსგავსად კალაძის მიმართაც  გაჩნდება ბრალდებები „ქართული ოცნებიდან“, თუმცა დასძენს,  რომ კალაძესთან მიმართებით ბევრად უფრო რთულად იქნება საქმე. მიუხედავად ამისა, არ ფიქრობს, რომ კალაძეს წასვლა უნდა და რამე აფერხებს.  

"ეს ბევრად უფრო მძიმე შემთხვევა იქნება. გახარიაზე სად ჰქონდათ კომპრომატები, კალაძეზე კი საკმაოდ აქვთ დაგროვებული. თეორიულად შეიძლება თქვა, რომ ამ კომპრომატების ეშინია, მაგრამ რეალურად,  ამ კაცს თვითონ არ უნდა გადადგომა. თვითონ ეპოტინება თანამდებობას. არ ჩანს მის საუბარში? შეიძლება არ გიშვებდნენ, მაგრამ მაშინ უნდა გაჩუმდე ბოლო-ბოლო, კაცი არ ჩუმდება, დარბის და თავის მაისურებს არიგებს... უნდა მერობა და შესაბამისად, საფუძველი, რომ ვიღაც აიძულებდეს ამას,  არ არსებობს“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული ფაქტზე, რა დროსაც 13 წლის გოგონა გარდაიცვალა,  9 პირია დაკავებული.  ოპოზიცია მომხდარის მიზეზად კორუფციულ მმართველობას მიიჩნევს და  თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. პასუხად თბილისის მერი ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები