გია ხუხაშვილი - მისი მმართველობითი მოდელი ყოველთვის იყო მიმართული იქითკენ, რომ თვითონ ემართა სახელმწიფო და ხელი სხვებზე შეეხოცა

ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გაშვება განპირობებული იყო იმ მოტივებით, რამაც ივანიშვილის ლეგალიზაცია განაპირობა პოლიტიკაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილს გაუჩნდა გარკვეული შფოთვები, რის გამოც დაბრუნდა.

"ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გაშვება განპირობებული იყო იმ მოტივებით, რამაც ივანიშვილის ლეგალიზაცია განაპირობა პოლიტიკაში - ის არსადაც არ წასულა, მაგრამ მას გაუჩნდა გარკვეული შფოთვები, გარკვეული მოტივები რის გამოც დაბრუნდა. 

საპატიო თავმჯდომარე გახდა მმართველი პარტიის და ამას ჰქონდა ორი მიზეზი - ერთი ის, რომ მას აქვს შფოთვები საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და გარკვეული პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენა გადაწყვიტა და მეორე - რომ უყურებდა ვითარებას, რაღაც შიგნით არ მოსწონდა. მისი მმართველობითი მოდელი ყოველთვის იყო მიმართული იქითკენ, რომ თვითონ ემართა სახელმწიფო და ხელი სხვებზე შეეხოცა. 

სინამდვილეში, არსებული მოდელით პირიქით გამოვიდა. ბევრ რამეზე დისტანციაზე მიუშვა მან ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, თვითონ მართავდა ქვეყანას, მაგრამ გარკვეული დიაპაზონი მისცა, თუმცა პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე გადმოვიდა. ანუ, მთელი პრობლემები გადმოვიდა მასზე", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები