გია ხუხაშვილი - ალიევი იმიტომ იყო ჩამოსული, რომ შეუფუცხუნოს ცოტა ჩვენს ხელისუფლებას

ალიევი ჩამოვიდა, რომ დააჩქაროს ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს "ფეხი აითრიოს" და ფორსირებულად არ გაყვეს, იმიტომ რომ რუსეთი არ გაბრაზდეს, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, ალიევის ვიზიტი უკავშირდება ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც აქტუალური გახდა უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად. 

"სამყაროში ახალი წესრიგი მყარდება, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ. საქართველო და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად არის ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძი, რომელიც  ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი დერეფნის ფორმირების საკითხში. დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, ადრე თუ რუსეთი ახერხებდა, ჩვენი დერეფნის გარკვეულად დაკნინებას და ამისთვის ყველა მეთოდს იყენებდა, კონკურენციასაც, ტერაქტებსაც. მაგალითად, შევარდნაძეზე განხორციელდა ტერაქტი ბაქო-ჯეიჰანის პროექტის  საწყის პერიოდში. რუსეთს გასდიოდა ეს კიდეც, ჩვენი დერეფანი ვერ ვითარდებოდა ისე, რა მოთხოვნაც არსებობდა. 

დღეს შეიცვალა რეალობა, რუსული დერეფანი ჩათვალეთ,  რომ დაიხურა,  შესაბამისად ჩვენი დერეფნისადმი ინტერესი გაათმაგდა. ახლა ადეკვატურად რომ ვუპასუხოთ ამ ახალ პოზიტიურ გამოწვევას, ძალიან სწრაფი მოქმედებებია საჭირო“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისი თქმით, არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლის გადასაჭრელად საქართველოს ხელისუფლების სწრაფი ქმედებებია საჭირო, რაც არ ჩანს. 

"დღეს ჩვენს დერეფანში ტვირთების გატარებაზე გაათმაგებული მოთხოვნაა,  შეიძლება ითქვას, მაგრამ საქართველოს ინფრასტრუქტურა, რომ ამ მოცულობის ტვირთები გაატაროს თავის ტერიტორიაზე, ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას. 

აქ იგულისხმება არა მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც დანაშაულებრივად ჩაჩეხა ამ ხელისუფლებამ, საუბარია ანაკლიის პორტზე, არამედ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ამ ინფრასტრუქტურაც სჭირდება სერიოზული ინვესტიციები. ეს ყველაფერი დღეს დევს მაგიდაზე და ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი.  ხვალ და ზეგ ამ დინამიურ სამყაროში კიდევ შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ეს ყველაფერი წყალმა წაიღოს, ალიევი იმიტომ იყო ჩამოსული, რომ შეუფუცხუნოს ცოტა ჩვენს ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაა არაა გაბედული თავის ქმედებებში და მას რუსეთის არგაღიზიანების ფაქტორი აფერხებს. 

"ჩვენი ხელისუფლება,  რომელიც კოლაბორაციონიზმის ზღვარზეა რუსეთთან, - "ომი ხო არ უნდა, აბა“, და რუსეთი რომ გაღიზიანდეს,  მერე რა ქნან? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა,  ხელისუფლება შეეცდება,  რომ "ფეხი აითრიოს“ , ფორსირებულად არ გაყვეს.  რუსეთი რომ გაბრაზდეს  და უკრაინაში რაღაც ისე არ წავიდეს, მერე რა ქნან? ამ უბედურებაში ვართ. ალიევი ცდილობს ახლა დააჩქაროს, ესენი შეეცდებიან, რომ შეაფერხონ, ამ თამაშში ვართ“,-  განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები