ნათია მეზვრიშვილი - ჩვენს გუნდში ოლიგარქიულ მმართველობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს

"ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პოლიტიკური კორუფციის ინსტრუმენტების გამოყენებით, უკვე დაიწყო მომდევნო არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც მათი პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაწერა ოლიგარქიულ მმართველობაზე, მან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. 

მეზვრიშვილის განმარტებით, ის მიზეზები, რის გამოც აშშ-მა მოლდოველი ოლიგარქები დაასანქცირა, შეესაბამება ბიძინა ივანიშვილსაც.  

"სხვა ოლიგარქი ამ ქვეყანაში არ არის.  ჩვენს გუნდში ოლიგარქიულ მმართველობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როცა ოლიგარქზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი. 

მეორე - რუსეთთან კავშირების კონტექსტში იყო სანქციები, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი ქვეყანაში ივანიშვილია და ბუნებრივია, ჩვენ სხვა ოლიგარქზე არ ვლაპარაკობთ. 

რაც მოლდოვაში მოხდა,  ნათელი მაგალითია, იქ იყო აქცენტი არჩევნებზე, პოლიტიკურ  კორუფციაზე, ამ ყველაფერში პლახოტნიუკის და მისი გარემოცვის როლზე. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, "ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პოლიტიკური კორუფციის ინსტრუმენტების გამოყენებით  უკვე დაიწყო მომდევნო არჩევნების გაყალბება. დაიწყო უკვე სოციალურად დაუცველების მოსყიდვები, ჩვენ ვნახეთ რა ხდება დასაქმების პროგრამების მიმართულებით და როგორ იყენებენ უფლებამოსილებას ბოროტად.  

დაველოდოთ,  ვინ იქნება მომდევნო სახალხო დამცველი, ესეც,  სხვათა შორის,  ამის ნაწილი იქნება. უკვე დაიწყეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა, ვინც სადამკვირვებლო ფუნქციას ახორციელებს. ყველაფერი ამის ნაწილია. 

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი.  როდესაც სანქციებზე ვლაპარაკობთ, ეს ხალხი გონს თუ დროზე არ მოეგება, ეს არის გარდაუვალი. თუ დროზე  არ შეწყვეტენ ამ მავნებლური, ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, მათ ასეთი ბედი ელოდებათ, რაც იქნება მძიმე ქვეყნისთვის, მაგრამ ეს იქნება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები